საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებსა და შენარჩუნებს, რომელიც ტრადიციულად არსებობს ორ ქვეყანას შორის.
"ჩვენთვის ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ამერიკის შეეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლოს მნიშვნელობაზე, გაღრმავებაზე და იმ ურთიერთობების შენარჩუნებაზე, რომელიც ტრადიციულად ორ ქვეყანას აქვს. გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი ადნინისტრაციის მხრიდან. კიდევ ერთხელ მოხდა ხგასმა და დადასტურება, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების, ასევე ბევრი სხვა კუთხით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა ამ რეფორმების გაგრძელების კუთხით. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო",-აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი იყო ასევე საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო არჩევნებზე, ეუთო-ს პოზიტიურ შეფასებებზე.
,,ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ვისაუბრეთ სიტყვის თავისუფლებაზე და იმაზე, რომ თავისუფალი მედია, გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი",-აღნიშნა ჩუგოშვილმა.