ხვალ, ირაკლი ჩარკვიანს - მეფეს 55 წელი შეუსრულდებოდა. თარიღთან დაკავშირებით, „დედაენის“ ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნება.
სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
სკულპტურული კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილია. პროექტი თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.