ანკარა მოსკოვთან სარაკეტო-საზენიტო სისტემების შესყიდვაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა განაცხადა. საუბარია ცე-400 ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემაზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებაში 2007 წელს შევიდა. მანამდე ანალოგიური სისტემების ყიდვას თურქეთი საფრანგეთისგან აპირებდა.