ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე მით რომნის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ემ-ეს-ენ-ბი-სის კორესპონდენტი ქეით სნოუ იტყობინება. 68 წლის რომნი რესპუბლიკური პარტიის წევრია. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ბარაქ ობამას კონკურენტი იყო. ის მხარს უჭერდა ერაყში და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შეყვანას და ცნობილია მკვეთრი განცხადებებით რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ტრამპმა უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობა მაიკლ ფლინს შესთავაზა.