თურქეთმა უკრაინიდან თურქი მესხების ახალი ნაკადი მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“იტყობინება. ამავე ინფორმაციით, 341 მიგრანტი ერზინჯანის პროვინციაში მუდმივ საცხოვრებელს მიიღებს. პროცესი უშუალოდ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოგანის მეთვალყურეობით ხორციელდება.