მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე. მისი თქმით, დიდი პატივია იქ ყოფნა.
"ძალიან დიდი დღეა, რა თქმა უნდა, რადგან პარლამენტის შეკრების პირველი დღეა. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას. ჩვენ ისედაც გვაქვს საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა", - განაცხადა იან კელიმ.