შავი ოქრო უფასურდება. დღეს დილით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ 46 დოლარი და 24 ცენტი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე 54 ცენტით ნაკლებია. დაბლ იუ თი აის მარკის საწვავის ღირებულება კი ბარელზე 45 დოლარითა და 5 ცენტით განისაზღვრა. ნავთობის გაუფასურებას ბირჟის ექსპერტები დოლარის კურსის გამყარებას უკავშირებენ.