მთავრობის ფორმირება სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.
“ერთ-ერთი ამომავალი წერტილი დემოკრატიული სისტემის არის პარტიული ძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია და ამ საქმეში განსაკუთარებული როლი ენიჭება ამ მოწვევის პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტში, მისთვის ყველა საკითხი ერთნაირად პრიორიტეტული იქნება.
12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება.