რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ მოსკოვში ვიზიტს გეგმავს, კრემლის პრეს-მდივანი არ ადასტურებს. დიმიტრი პესკოვის თქმით, არც ინაუგურაციამდე და არც შემდეგ მსგავსი აქტივობა დაგეგმილი არ არის. ინფორმაცია დღეს დილით გაზეთმა „იზვესტიამ“ გაავრცელა.