მასობრივი არეულობები თურქეთში. ქალაქ ვანის მერის დაკავებას საპროტესტო აქციები მოყვა. დემონსტრაცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, პოლიციამ ვანის პროვინციის მერი ბექირ ქაია ტბის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის შენობაში დააკავა. მას ბრალი ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან თანამშრომლობაში ედება.