ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი თედ კრუზი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის სურვილი აქვს. „მე ეს ძალიან მინდა და მზად ვარ მასთან მუშაობისთვის ნებისმიერ რანგში, სადაც კი სარგებლის მოტანა შემიძლია,“-აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ყოფილ კონკურენტს ტრამპი გენერალური პროკურორის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.