საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე ბარაქ ობამამ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს, თავისუფლების მედლის ლაურეატები დაასახელა. 21 ლაურეატს შორის ცნობილი მსახიობები, რობერტ დე ნირო, რობერტ რედფორდი და ტომ ჰენქსი, ასევე, ტელეწამყვანი ჰელენ დეჯენერესი, ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, მომღერალი დაიანა როსი და სხვა ცნობილი სახეები მოხვდნენ. თავისუფალის მედლით შეერთებულ შტატებში ამერიკის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის, ასევე, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოვებენ.