კლოდ მონეს ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ცნობილ ტილოში „თივის ზვინი“ უცნობმა კოლექციონერმა 81 მილიონ 400 ათასი დოლარი გადაიხადა. ლოტის საწყისი ფასი 40 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. დღეისათვის „თივის ზვინი“ მონეს ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს.