საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰილარი კლინტონი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სიტყვით ვაშინგტონში ბავშვთა დააცვის ფონდის შეკრებაზე გამოვიდა. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ შეხვედრაზე მისვლა მისთვის ადვილი არ იყო, რადგანაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მისთვის რთული პერიოდი დაიწყო. „ გასული კვირის განმავლობაში ერთადერთი, რაც მსურდა, კარგი წიგნების კითხვა და ჩემ საყვარელ ძაღლებთან ერთად სახლში ყოფნა იყო“- განაცხადა კლინტონმა.