თურქი სამხედროები გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საუბარია გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნატოს სამხედრო ბაზის თურქ ოფიცრებზე. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ჯერ- ჯერობით არ აკონკრეტებენ, რამდენმა სამხედრომ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში. უცნობია თურქი ოფიცრების გადაწყვეტილების მიზეზიც, თუმცა დასავლურ მედიაში წერენ, რომ შესაძლოა სამხედროების გადაწყვეტილება თურქეთში მასობრივ დაკავებებს უკავშირდებოდეს. 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 37 ათასი ადამიანი დააკავეს, 110 ათასი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.