უკრაინაში ადგილობრივი წარმოების ე.წ. „საშინელი რაკეტა“ გამოცადეს. ვიდეომასალა პრეზიდენტ პოროშენკოს ერთ-ერთმა მრჩეველმა გაავრცელა. პრეზიდენტის შეფასებით, ზუსტი სამიზნის მქონე რაკეტის გამოცდა წარმატებული გამოდგა. რაკეტის მოქმედების არეალი 60 კილომეტრს შეადგენს. რაკეტას მსხვილი სამიზნეების განადგურება შეუძლია.