სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტისას ხალხს თვითგამორკვევის უფლება უნდა მიეცეს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა. „ თვითგამორკვევის უფლება არანაირად არ ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ხოლო თვითგამორკვევა - ხალხს, რომელიც კომპაქტურად ცხოვრობს ცივილიზებულ სამყაროში“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ნებისმიერი კონფლიქტი ძალის გამოუყენებლად უნდა გადაწყდეს.