რუსეთის კვალდაკვალ ჰააგის სასამართლოს დატოვებას ფილიპინებიც აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა.
„რუსეთის მაგალითი მისაბაძია. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და ჩინეთი მსოფლიოში ახალ წესრიგს შექმნიან, ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც მათ მხარს დაუჭერს,“-აღნიშნა დუტერტემ.
ფილიპინების პრეზიდენტს დასავლეთი ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი ადგილობრივი ნარკომაფიის წინააღმდეგ დაწყებული სპეცოპერაცია გახდა, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.