მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან. შესაბამისი ინიციატივით უმაღლესი რადის დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი გამოდის. ამ მოთხოვნით დეპუტატმა უკრაინის გენერალურ პროკურატურასაც მიმართა. როგორც რაბინოვიში აცხადებს, სააკაშვილს ჯერ უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას, შემდეგ კი საქართველოში მისი ექსტრადიცია უნდა განხორციელდეს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო მის ექსტრადიციას არ დაუშვებს.