უკვე მეორე დღეა მაშველები ჩრდილოეთ კაროლინაში ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი რამდენიმე ათას ჰექტარზეა გავრცელებული. შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ავიაციის დახმარებით ცდილობენ, თუმცა ძლიერი ქარის გამო ოპერაცია გართულებულია.