ორი ადამიანი ემსხვერპლა ოკლაჰომაში მომხდარ სროლას. უცნობმა შეიარაღებულმა პირმა აეროპორტში უმისამართლო სროლა ატეხა. გარდაცვლილთაგან ერთი ინკასატორი, მეორე კი რიგითი მოქალაქეა. მომხდარის გამო ოკლაჰომა-სიტის აეროპორტში ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა. გადაკეტილი იყო აეროპორტისკენ მიმავალი გზებიც. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი პოლიციამ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვა.