ბაშარ ასადს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლაში სირიის მოკავშირე გახდება. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა პორტუგალიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „იმასთან დაკავშრებით, თუ რას გეგმავს ის მომავალში, ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია , თუმცა თუ ტერორისტებთან ბრძოლას აპირებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მისი მოკავშრეები ვიქნებით, ისევე, როგორც რუსეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაშია,“- განაცხადა ასადმა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიისას ტრამპის მიერ, სირიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იმედის მომცემი იყო.