კიევში, მაიდანზე ტიტუშკები გამოჩდნენ. ამის შესახებ УНИАН-ი იტყობინება. უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, მომიტინგეები აცხადებენ, რომ პურისა და ტარიფების გაძვირების გამო შეიკრიბნენ.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამხედრო და საპოლიციო მანქანების კოლონა.
კიევის ცენტრში უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ ერთდროულად ორი მიტინგი იმართება.