ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთნ დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რასაც ნატო აკეთებს, ეს თავდაცვითი ხასიათის საერთაშორისო ვალდებულებაა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის კომისიის სხდომა გაიმართება.
„რასაც ნატო აკეთებს, თავდაცვითი ხასიათის პროპორციული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისია. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მჭიდრო პარტნიორ საქართველოსთან. საქართველოში ვიმყოფებოდი და მივესალმები ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია დავმშვიდდეთ, დავსხდეთ და მოვიძიოთ გზები დაძაბულობისა და ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ ლაპარაკი რუსეთთან და მივხედოთ სხვადასხვა საკითხს. უახლოეს მომავალში გაიმართება ნატო-რუსეთის კომისიის სხდომა. ეს მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ერთადერთი არხია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნები რუსეთის ფედერაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.