კოლორადოში გახმაურებული სასამართლო დასრულდა. სამ კლარენს მოზეს-ელი, რომელსაც ბრალად სექსუალური ძალადობა ედებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მანამდე მან პატიმრობაში 8 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და საქმის გადახედვას მოითხოვდა.