ფსკოვის ოლქში სკოლის მოსწავლეების დაპირისპირება პოლიციასთან ფატალური შედეგით დასრულდა. თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა, რომლებიც საკუთარ ოჯახებს ემალებოდნენ, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელებმა სახლთან, რომელსაც მოზარდები თავს აფარებდნენ, მათი მშობლები გამოიძახა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ახალგაზრდები პარალელურად სოციალურ ქსელებში ფოტოებს და ვიდეომასალას აქვეყნებდნენ. გამოსათხოვარი წერილის დაწერის შემდეგ მოზარდებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. შენობის აღების შემდეგ სპეცრაზმმა მოზარდები გარდაცვლილი იპოვა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით აღძრა.