გერმანიის პოლიციამ ისლამისტების წინააღმდეგ მასშტაბური რეიდი მოაწყო. გაიჩხრიკა 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ოფისი, ასევე- 2 მეჩეთი. სპეცოპერაცია ქვეყნის 9 რეგიონში ჩატარდა, მათ შორის, ჩრდილოეთ რეინი-ვესტფალიის, ბადენ-ბიურტემბერგისა და ჰამბურგის რეგიონებში. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ტერორისტული ქსელის წევრები ჭეშმარიტი რელიგიის სახელით რადიკალური იდეოლოგიის პროპაგანდითა და ექსტრემისტულ დაჯგუფებაში ადამიანების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები.