თურქეთში შესაძლოა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა განაცხადა.
„ჩვენი მოთმინება უკვე ამოიწურა. თურქ ხალხს რეფერენდუმის ჩატარებას წლის ბოლომდე ვთავაზობ. ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო, მაგრამ ხალხმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა. ახლა ჩვენი ჯერია,“-განაცხადა ერდოგანმა.
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ანკარა ბრიუსელთან მოლაპარაკებას რამდენიმე ათეული წელია, აწარმოებს.