ტრამპი საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს. სატელევიზიო ინტერვიუში ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უარს ამბობს საპრეზიდენტო ანაზღაურებაზე, რომელიც წელიწადში 400 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
,,მე არ ვაპირებ ავიღო ხელფასი, მას არ მივიღებ. ვფიქრობ კანონის დაცვის გამო, სიმბოლურად მივიღო 1 დოლარი“ , - განაცხადა ტრამპმა და გაიხსენა, რომ ამას ამბობდა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს.
აღნიშნულის შესახებ ტრამპმა მისი არჩევის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ისაუბრა და სცადა დაემშვიდებინა მანიფესტანტები. მისი თქმით, ,,არავის უნდა ეშინოდეს მისი რეჟიმის, რადგან მას მხოლოდ ქვეყნის დაბრუნება უნდა“.
აქვე ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პოლიტიკურ არენაზე კარგი მანერები ექნება.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად 20 იანვრიდან წარსდგება.