საპროტესტო აქციები გრძელდება შეერთებულ შტატებშიც. ანტიტრამპისტებმა ამჯერად აქცია სიეტლში გამართეს. „ტრამპი ჩემი პრეზიდენტი არ არის!“-ამ ლოზუნგით მსვლელობები ქალაქის ქუჩებში ჰილარი კლინტონის 5 ათასამდე მხარდამჭერმა მოაწყო. ანალოგიური აქციები 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ნიუ იორკსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა. კლინტონის მხარდამჭერთა აქციებს უკვე გამოეხმაურა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი. მის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო მსვლელობებს ტრამპმა უსამართლობა უწოდა.