მოლდოვაში პრორუსი კანდიდატის გამარჯვებას აპროტესტებენ. კიშინევში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რამდენიმე ათასი აქტივისტი შეიკრიბა. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული პროევროპელი კანდიდატის, მაია სანდუს მომხრეები ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. განსხვავებული პოზიცია აქვს ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, რომლის შეფასებითაც, გამოვლენილი ხარვეზების მიუხედავად, მოლდოვაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში 13 ნოემბერს გაიმართა. პრორუსმა კანდიდატმა იგორ დოდანმა კონკურენტი დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა.