ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და კრემლის ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და დიალოგის დაწყებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. პუტინმა და ტრამპმა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხიც განიხილეს.