რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ქრთამის აღების გამო დააკავეს. როგორც საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, ალექსეი ულიუკაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც წინასწარი გამოძიებით გაირკვა, მან 14 ნოემბერს კომპანია როსნეფტისგან ქრთამის სახით 2 მილიონი დოლარი აიღო. ოფიციალურ ბრალდებას მას დღეს წაუყენებენ.