ევროკავშირთან მოლაპარაკების გაგრძელების საკითხი თურქეთის ხელისუფლებამ შესაძლოა რეფერენდუმზე გაიტანოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა განაცხადა. მანამდე თურქეთის ლიდერმა ბრიუსელი ორმაგ სტანდარტებში არაერთხელ დაადანაშაულა. ანალოგიური განცხადებები გააკეთა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმაც.