თურქეთი ევროპამ კუთხეში არ უნდა დააყენოს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა ევროკავშირის მინისტერიალზე განაცხადა. „ის, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენები ჩვენს შეშფოთებას იწვევს, უდავოა, მაგრამ მწვავე რეაგირება ამ მოვლენებზე და თურქეთის კუთხეში მიყენება არ შეიძლება, რადგანაც ეს ჩვენს საერთო ინტერესებს ავნებს,“-აღნიშნა ბორის ჯონსონმა.