ჯულიან ასანჟს შვედი პროკურორები დაკითხავენ. ისინი ლონდონში ეკვადორის საელჩოში უკვე მივიდნენ. შვედეთის ხელისუფლება სკანდალირი პორტალის, „ვიკილიკსის“ დამფუძნებელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ასანჟი ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებს. იმ შემთხვევაში, თუ ის საელჩოს ტერიტორიას დატოვებს, ლონდონის პოლიცია პატიმრობაში აიყვანს, რის შემდეგაც სავარაუდოდ მისი შვედეთში ექსტრადიცია განხორციელდება.