ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, პრორუსი 53 წლის გადამდგარი გენერალი რუმენ რადევი ლიდერობს. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგედ, რადევს ამომრჩეველთა 59,3%-მა პროცენტმა მისცა ხმა.
მის მეტოქეს, პარტიის "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" წევრს, პარლამენტის თავმჯოდმარეს 58 წლის ცეცკა ცაჩევს ამომრჩეველთა მხოლოდ 36,1%-მა დაუჭირა მხარი.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა გადადგომის შესახებ განაცხადა. არჩევნებამდე ბორისოვმა პირობა დადო, რომ თანამდებობას დატოვებდა, თუ არჩევნებში მისი თანაპარტიელი დამარცხდებოდა
სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილ მეთაურს და სამხედრო მფრინავს, 53 წლის რუმენ რადევს ოპოზიციური სოციალისტური პარტია უჭერს მხარს. რადევი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს.
ბულგარეთის პრეზიდენტს ძირითადად ფორმალური როლი გააჩნია. თუმცა მას მაღალი თანამდებობის პირების შერჩევისა და კრიზისულ პერიოდში მთავრობის დანიშვნის უფლება აქვს.