კვლავ ფოკუსირებული ვარ საქართველოს მხარდაჭერაზე და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგების საკითხზე კომენტირებისას. მისი თქმით, ამერიკის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერა და ამას ადასტურებს კონგრესის გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ.
„კარგია ის ფაქტი, რომ ამერიკის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერა და ამას ადასტურებს კონგრესის გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ”, - განაცხადა იან კელიმ.
რაც შეეხება მედიის თავისუფლების საკითხს, კელი აცხადებს, რომ სიტყვისა და მედიის თავისუფლება არ შეიცვლება.
„ველოდები ახლა უკვე გადაბარების პროცესს. ამ კვირაში იქნება სამუშაო შეხვედრები ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება. სიტყვისა და მედიის თავისუფლება არ შეცვლილა 240 წლის მანძილზე და ეს არ შეიცვლება. ეს არის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციის, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და რა თქმა უნდა, ეს ვერ შეიცვლება. ასეთი სახის გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ შეიზღუდოს სიტყვის, თუ გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა არ მოხდება”, - განაცხადა იან კელიმ.