ერაყის სამთავრობო ძალებმა ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებადი ტერიტორია დაიკავეს. ქალაქი ნიმრუდი , რომელიც მოუსლიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, რადიკალი ისლამისტებისგან სრულად გათავისუფლდა. ნიმრუდი ისლამურმა სახლემწიფომ 2015 წლის მარტში დაიკავა. ჯიჰადისტებმა ისტორიულ ქალაქში უძველესი ძეგლები გაანადგურეს.