ახალ ზელანდიაში ძლიერი განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ 6, 2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქრაისჩარჩიდან 90 კილომეტრში მდებარეობდა. მანამდე ამავე რაიონში 7, 8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. 2 საათის შემდეგ კი სანაპიროს 2,5 მეტრი სიმაღლის ცუნამი მიუახლოვდა. მთავრობამ სტიქიური საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.