საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას ჰილარი კლინტონი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს აბრალებს. ამის შესახებ დამარცხებულმა კანდიდატმა ფინანსურ დონორებთან ტელეკონფერენციისას განაცხადა. კლინტონის თქმით, არჩევნების ბედი ჯეიმს კომიმ გადაყწვიტა, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კონგრესი საქმისყურში ჩააყენა, რომ ყოფილი სახელწიფო მდივნის წინააღმდეგ გამოძიების განახლებას აპირებდა. საუბარია ელექტრონული წერილების ცნობილ სკანდალზე. როგორც გაირკვა, ჰილარი კლინტონი სამსახურეობრივი მიზნით პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა, რაც ამერიკული კანონმდებლობით დაუშვებელია.