საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი ძალების პლატფორმის დაარსებს შესახებ განაცხადა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ მის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი პოლიტიკური ძალა უკრაინის პოლიტიკურ ელიტას დაამარცხებს მშვიდობიანი გზით.
“ჩვენს მიზანს წარმოადგენს ვადამდელი არჩევნები უმოკლეს ვადებში...მე მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და მშვიდობას დავამყარებთ. ჩვენ ვქმნით ახალ, ფართო პოლიიტკურ ძალას. ჩვენ მიზანს ე.წ. ელიტების შეცვლა წარმოადგენს, რომლებიც სინამდვილეში “ბარიგები” არიან, რომლებიც მთავრობას და პარლამენტს აკონტროლებენ. ჩვენ არ მივიღებთ არავის, ვინც პარლამენტში ერთ ვადაზე მეტჯერ იყო, ვინც სახელმწიფო სამსახურში ორ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა, არ იქნებიან ბიზნესმენებიც”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი გუბერანტორის თქმით, უახლოეს მომავალში ის უკრაინის რეგიონებში ჩასვლას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არ ექნება მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, არამედ მხოლოდ ხალხთან.