კლინტონის მხარდამჭერები, როგორც ჩანს, არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ. აქტივისტთა ჯგუფი ამომრჩეველთა კოლეგიას 19 დეკემბრის ფორმალურ არჩევნებზე კლინტონისთვის ხმის მიცემას სთხოვენ. პეტიციაში ნათქვამია, რომ ჰილარი კლინტონმა მოქალაქეთა ხმების უფრო მეტი რაოდენობა დააგროვა, ვიდრე ტრამპმა, მაგრამ არჩევნების ბედი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებმა გადაწყვიტა, რაც უსამართლობაა. ელექტრონულ პეტიციას ხელი უკვე 2 მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.