83 წლის ასაკში ლეონარდ კოენი გარდაიცვალა. ლეგენდარული კანადელი მომღერლის, პოეტისა და კომპოზიტორის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კოენი 1934 წელს მონრეალში დაიბადა, 60-იან წლებში კი მისი ოჯახი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც მუსიკალური კარიერა დაიწყო. ის ისეთი ცნობილი სიმღერების ავტორია, როგორიცაა ჰალილუია, სუზენი და სოუ ლონგ მერიენი.