ობამა ხუმრობის ხასიათზეა. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ იუბერის ტაქსების სერვისში დაიწყებს მუშაობას. „დიდი სურვილი მაქვს, ტაქსის მძღოლად ვიმუშაო,“-ირწმუნება ობამა. ტაქსების პოპულარულ სერვისში მისი შტაბის ყოფილი წევრი დევიდ პლუფია დასაქმებული, რომელიც ობამას 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.