ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ქალაქ მაზარი შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია. დანაღმული ავტომანქანა დიპლომატიური მისიის შენობასთან თალიბანის მებრძოლებმა ააფეთქეს. შედეგად, საკონსულოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ინციდენტის გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრდა.