„ტრამპმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, ვის მხარეზეა: კანონის, მსოფლიო წესრიგის და დემოკრატიის, თუ მისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა და დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოზიცია დაიკავოს.
მისი თქმით, პუტინთან საუბარში არ შეიძლება ყირიმის ანექსიის და ალეპოს დაბომბვის დავიწყება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპს, არ მოექცეს ნატო-ს, როგორც ბიზნესს.
“ეს საწარმო არ არის. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა შეგიძლია თქვა, რომ წარსული არ გაღელვებს. ვერ იტყვი: ჩვენი ფასეულობები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ შევხედავ, გამოვა თუ არა ამისგან მომგებიანი გარიგება. ასე ქვეყანას არ მართავენ და ეს ნატო-ს პრინციპი არ არის”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.