საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი - BASF შემოდის. კომპანიის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნა საზეიმო მიღებით აღნიშნეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება ცხადყოფს საქართველოს წინსვლას, რომელსაც საფუძვლად მთავრობის ეფექტიანი რეფორმები უდევს. კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ ახალი წამოწყება რეგიონში კომპანიას კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.