ანტიტრამპისტთა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე „ტრამპ თაუერთან“ უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ბიურომ ნიუ ორკში ტრამპ თაუერის თავზე არსაფრენი ზონა გამოაცხადა. არასაფრენი ზონის რადიუსი 3,5 კილომეტრზე მეტია.იკრძალება ფრენები 3 ათასი ფუტის სიმაღლემდეც. გამონაკლისს მხოლოდ სამხედრო, საიდუმლო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავები წარმოადგენენ.