დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციებს ლოს ანჟელესის მოსახლეობაც შეუერთდა. მიტინგი გრძელდება ნიუ ორკში, ვაშინგტონსა და ბალტიმორშიც. პრეზიდენტად ტრამპის არჩევას აპროტესტებენ ვისკონისნის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. „ის არ არის ჩემი პრეზიდენტი“ - ამ ლოზუნგს სკანდირებენ დემონსტრანტები და დონალდ ტრამპს რასიზმში ადანაშაულებენ.